თეგი: მეხის დაცემა

ინდოეთში, მეხის დაცემის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის 8 დასახლებაში, მეხის დაცემის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდიან. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად, ინდოეთში, მუსონური წვიმების დროს, მეხის დაცემის შედეგად, ასობით ადამიანი იღუპება.   

თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა

თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, კლინიკაში გადაყვანამდე მეხის შედეგად დაშავებულ ადამიანებს, პირველადი დახმარება თეთრი სახლის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს. "ორი კაცი და ორი ქალი ძლიერი ქარიშხლის დროს, ლაფაიეტის პარკში იმყოფებოდნენ, როდესაც მედი დაეცათ", - აცხადებენ მეხანძრეები. მომხდარის გამო, დროებით დაიკეტა პარკი. დაშავებულთა ვინაობა ჯერ არ დადასტურებულა.  

თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა.  თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს მათი ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. მესამე გარდაცვლილი კი, 29 წლის კაცია. ამასთან, როგორც ცნობილია, მეოთხე დაშავებულიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.  

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სალაშქროდ იმყოფებოდა, როდესაც შტორმში მოყვა. დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი. ამასთან, ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ქვეყანას შტორმი სამშაბათს დაატყდა თავს.